37. ოთხი სხარტი ამოცანა

June 13, 2011 at 3:22 pm 8 comments

37.1

მჭედელს მიუტანეს 5 ჯაჭვი, ხუთივე მათგანი სამ–სამი რგოლისგან შედგებოდა. მჭედელს მათგან ერთი დიდი ჯაჭვი უნდა გაეკეთებინა. მჭედელმა იფიქრა, რომ ყველა ჯაჭვის გასაერთიანებლად ოთხი რგოლის გახსნა და შეკვრა მოუწევდა.

არის თუ არა შესაძლებელია უფრო ნაკლები რაოდენობის რგოლების გახსნითა და შეკვრით ჯაჭვების გაერთიანება?

37.2

თვითმფრინავი A პუნქტიდან B პუნქტამდე მისვლას 1 საათსა და 20 წუთს ანდომებს. უკანა გზას კი 80 წუთს.

როგორ ახსნით ამ მოვლენას?

37.3

მამამ საკუთარ შვილს 150 ლრი მისცა. მეორე მამამ თავისას კი – 100. თუმცა შვილებმა ჯამში 150 ლარი მიიღეს.

როგორ?

37.4

გვაქვს შაშის ცარიელი დაფა. მასზე უნდა დავდოთ სხვადასხვა ფერის ორი შაშის ქვა. რამდენი განსხვავებული კომბინაციით შეიძლება მათი დაფის უჯრებზე განთავსება?

პასუხები:

37.1

მჭედელმა უნდა დაშალოს პირველი ჯაჭვი – შესაბამისად მიიღებს სამ გახსნილ რგოლ. დაგვრჩება 4 ჯაჭვი, რომლებიც სამი გახსნილი რგოლებით უნდა გადააერთოს

37.2

ეს მოვლენა აიხსნება იმით რომ 1 საათი და 20 წუთი უდრის 80 წუთს

ანუ განსაკუთრებული არაფერი.

37.3

საქმე გვაქვს არა ოთხ, არამედ სამ პიროვნებასთან – ბაბუა, მამა და შვილიშვილი.

ბაბუამ მამას მისცა 150 ლარი, მამამ კი ამ 150 ლარიდან შვილს მისცა – 100. 

37.4

შაშის დაფას აქვს 64 უჯრა, შესაბამისად პირველი ქვის დადებისას გვაქვს დაფაზე მისი განთავსების 64 ვარიანტი.

მეორე ქვის დადებისას ერთი უჯრა უკვე დაკავებულია, შესაბამისად გვრძება 63 ვარიანტი.

შესაძლო კომბინაციების საერთო რაოდენობა უდრის 64×63=4032

Entry filed under: მარტივი. Tags: .

36. მუშები

8 Comments Add your own

  • 1. tiko  |  November 2, 2011 at 11:03 am

    გგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგ დებილობაა

    Reply
  • 2. ika  |  March 18, 2012 at 6:07 pm

    martivia , ert jachvs sul dashlida 3 nawilad da am sami rgolit 4sheaertebda da miigebda mchedeli ert did 15rgolian jachvs. (anu 3 jachvis gaxsnac sakmarisia)

    Reply
  • 3. ika  |  March 18, 2012 at 6:08 pm

    sami rgolis ufrosworad🙂

    Reply
  • 4. ika  |  March 18, 2012 at 6:27 pm

    tvitmprinavze sisulelea getenxmebi:)

    Reply
  • 5. ika  |  March 18, 2012 at 6:29 pm

    rac sheexeba mamebsa da shvilebs, swori ikneba tu erti mamaa meore babuacaa da mamac mesame ki shvilishvili:)

    Reply
  • 6. eko  |  August 23, 2015 at 5:32 pm

    4

    Reply
  • 7. eko  |  August 23, 2015 at 5:33 pm

    0

    Reply
  • 8. eko  |  August 23, 2015 at 5:35 pm

    80 igive

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Trackback this post  |  Subscribe to the comments via RSS Feed


უახლესი თავსატეხები

სტატისტიკა

  • 61,762 ჰიტი

მრიცხველები

სამართავი პანელი


%d bloggers like this: