36. მუშები

June 13, 2011 at 9:25 am 2 comments

ქარხანაში მუშაობს ორი მუშა – ახალგაზრდა და მოხუცი. თუმცა ისინი ერთად ცხოვრობენ. ახალგაზრდას სახლიდან ქარხანაში მისასვლელად 20 წუთი სჭირდება, მოხუცს კი – 30. მოხუცი სახლიდან 5 წუთით ადრე გადის.

რამდენ წუთში ეწევა მას ახალგაზრდა?

პასუხი:  10 წუთში.

ახალგაზრდა 5 წუთში გადის ქარხანამდე მანძილის 1/4–ს, როდესაც მოხუცი გადის 1/6–ს.

შესაბამისად ახალგაზრდა 5 წუთში გადის მოხუცზე 1/12–ით (1/4 – 1/6 = 1/12) მეტ მანძილს.

5 წუთის შემდეგ მოხუცს ექნება გზის 1/6 გავლილი.

ახალგაზრდას დასჭირდება 2 (1/6 : 1/12 = 2) ხუთწუთეული მოხუცის დასაწევად.

არსებობს ამოხსნის მეორე ხერხიც: მოხუცი მთლიანი გზის გავლას 10 წუთით მეტ დროს ანდომებს. თუ მოხუცი, სახლიდან 10 წუთით ადრე გამოვა, მაშინ ისინი ერთდროულად მივლენ ქარხანაში. მაგრამ მოხუცი გამოდის 5 წუთით ადრე, რაც ნიშნავს იმას, რომ ახალგაზრდა მას უნდა დაეწიოს ზუსტად გზის ნახევარში ანუ 10 წუთში (რადგანაც ახალგაზრდა მთელი გზის გავლას ანდომებს 20 წუთს, ნახევარ გზას გაივლის 10 წუთში)

Entry filed under: საშუალო. Tags: .

35. მოთხილამურე 37. ოთხი სხარტი ამოცანა

2 Comments Add your own

  • 1. გიგა  |  January 5, 2012 at 9:55 am

    10 წუთში .

    Reply
  • 2. ika  |  March 18, 2012 at 6:26 pm

    15 wutshi, (radgan axalgazrda 5 wts mere gamodisda igive mandzilis gavlas 10 wts moandomebs,) ,atvla moxucis gamosvlidan unda daviwyot… sworia15wt:)

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Trackback this post  |  Subscribe to the comments via RSS Feed


უახლესი თავსატეხები

სტატისტიკა

  • 61,762 ჰიტი

მრიცხველები

სამართავი პანელი


%d bloggers like this: