35. მოთხილამურე

ივნისი 13, 2011 at 9:13 AM 5 comments

მოთხილამურემ გამოთვალა, რომ თუ 10 კმ/სთ–ის სისწრაფით ისრიალებს, დანიშნულების ადგილზე 13:00 საათზე ჩავა. მაგრამ თუ 15 კმ/სთ–ს განავითარებს, სასურველ ადგილას უკვე 11:00 საათზე იქნება.

რა სისწრაფით უნდა ისრიალოს მან, თუ სურს, რომ დანიშნულების ადგილზე ზუსტად შუადღეს (12:00) საათზე მივიდეს?

პასუხი: 12 კმ/სთ

ჩავთვალოთ, რომ 15 კმ/სთ–ით მოძრაობისას მოთხილამურეს ორი საათით მეტი აქვს გასავლელი, ვიდრე რეალურად (ანუ სჭირდება იმდენი დრო, რამდენიც რეალურადაა საჭირო 10 კმ/სთ–ით მოძრაობისას). ამ შემთხვევაში მოთხილამურეს 30 კმ–ით მეტი მანძილის გავლა მოუწევს (ორი საათის განმავლობაში 15 კმ/სთ–ით მოძრაობა = 30 კმ). 

ერთი საათის განმავლობაში ის გადის 5 კმ–ით მეტს, ვიდრე 10 კმ/სთ–ით მოძრაობის დროს. გამოდის, რომ ის გზაში იმყოფება 30:5=6 საათის განმავლობაში. აქედან ვიგებთ, 15 კმ/სთ–იანი სრიალის ხანგრძლივობას 6–2=4 საათი.

ამავე დროს ცნობილი ხდება გასავლელი მანძილი 15×4=60 კმ.

რადგანაც ვიცით გასავლელი მანძილი, ადვილია გამოვთვალოთ მისი სიჩქარე დანიშნულების ადგილზე ზუსტად 12:00 საათზე მისასვლელად  60:5=12 კმ/სთ.

Advertisements

Entry filed under: ძნელი.

34. კბილანები 36. მუშები

5 Comments Add your own

  • 1. T.M.T.  |  მარტი 30, 2012, 8:40 AM

    12,5 km/s

    პასუხი
  • 2. T.M.T.  |  მარტი 30, 2012, 8:42 AM

    mgoni zedmetad gavamartive da araswori pasuxic mivige :D:D:D

    პასუხი
  • 3. DN  |  მაისი 8, 2012, 8:39 AM

    12km/s

    პასუხი
  • 5. Kupidoni  |  სექტემბერი 12, 2013, 6:45 AM

    5 km/st-it tu umatebs sichqares da 2 saatit adre chadis e.i. 2.5km/st-it unda gazardos da erti saatit adre chava:)

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Trackback this post  |  Subscribe to the comments via RSS Feed


სტატისტიკა

  • 65,100 ჰიტი

მრიცხველები


%d bloggers like this: