34. კბილანები

June 13, 2011 at 9:01 am 1 comment

გვაქვს ორი კბილანა. პირველს 8 კბილი აქვს და მოჭდობილია 24–კბილიან კბილანაზე. დიდი კბილანის ტრიალისას პატარა მას წრეს უვლის.

შეკითხვა: რამდენჯერ მოასწრებს პატარა კბილანა საკუთარი ღერძის გარშემო შემობრუნებას, სანამ ის ერთ წრეს დიდ კბილანას.

პასუხი: სანამ დიდ კბილანას წრეს უვლის, პატარა კბილანა საკუთარ ღერძზე მოტრიალდება 4–ჯერ.

აიღეთ ორი 20–თეთრიანი და მიტყუპებულად დადეთ ერთმანეთის გვერდზე. მარცხენა მონეტას თითი დააჭირეთ (რომ არ იმოძრაოს), მარჯვენა კი ბორბალივით აბრუნეთ მის გარშემო. ნახავთ, რომ მონეტა, სანამ თავის ადგილს დაუბრუნდება (ანუ ერთ წრეს მოუვლის მეორე მონეტას), საკუთარი ღერძის გარშემო ორჯერ შემობრუნდება. 

საკუთარი ღერძის გარშემო ბრუნვადი სხეული, რომელიც ამავე დროს სხვა სხეულსაც უვლის წრეს, აკეთებს ერთით მეტ ბრუნს, ვიდრე “საჭიროა”. სწორედ ამიტომ პატარა კბილანა არა 3 (24:8=3), არამედ 4 ბრუნს აკეთებს საკუთარი ღერძის გარშემო.

დედამიწა, რომელიც საკუთარი ღერძის გარშემოც ბრუნავს და მზესაც უვლის წრეს, ასწრებს საკუთარი ღერძის გარშემო 366,25–ჯერ შემობრუნდეს (და არა 365.25–ჯერ) – თუ დავთვლით არა მზესთან, არამედ ვარსკვლავებთან მიმართებაში. სწორედ ამიტომ ვარსკვლავთმიერი დღე არის უფრო მოკლე, ვიდრე მზის მიმართ ათვლილი.

Entry filed under: ძნელი. Tags: .

33. მანიპულირება ციფრებით 35. მოთხილამურე

%(count)s კომენტარი Add your own

  • 1. vaja  |  December 30, 2015 at 10:58 am

    3

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Trackback this post  |  Subscribe to the comments via RSS Feed


უახლესი თავსატეხები

სტატისტიკა

  • 61,762 ჰიტი

მრიცხველები

სამართავი პანელი


%d bloggers like this: