28. თამაშების რაოდენობა შეჯიბრში

May 24, 2010 at 9:44 am 4 comments

ამოცანა აღებულია ჟურნალ ჟუნიორის ოქტომბრის ნომრიდან

შეჯიბრში მონაწილეობას იღებს 1000 ადამიანი. პირველ ტურში მონაწილეებს ყოფენ ოთხკაციან ჯგუფებად და თითოეული ჯგუფი ცალ–ცალკე თამაშობს (თითო ჯგუფში ოთხივე მონაწილე ერთმანეთს ერთდროულად ეთამაშება, ანუ ჯგუფში სულ 1 თამაში ტარდება). ყოველი თამაშის შემდეგ ოთხკაციანი ჯგუფიდან მომდევნო ტურში გადადის საუკეთესო შედეგის მქონე ერთი მონაწილე. იგივე პრინციპით ლაგდებიან მოთამაშეები ამ და ყველა მომდევნო ტურში. თუკი რომელიმე ეტაპზე მონაწილეების რაოდენობა არ იყოფა ოთხზე, მაშინ მოთამაშეები ლაგდებიან ოთხკაციან ჯგუფებშ და “ზედმეტი” მოთამაშეები პირდაპირ გადადიან შემდეგ ტურში (მაგალითად, 21 მონაწილის შემთხვევაში 20 მოთამაშე გადანაწილდება ხუთ ჯგუფში, ოცდამეერთე კი პირდაპირ გადავა შემდეგ ტურში). ჯგუფებში განაწილებისას მოქმედებს შემთხვევითობის პრინციპი.

საბოლოო ჯამში გამარჯვებული უნდა გახდეს მხოლოდ ერთი მონაწილე.

სულ რამდენი თამაში უნდა ჩატარდეს შეჯიბრებაში გამარჯვებულის გამოსავლენად?

პასუხი: ყოველი თამაშის შემდეგ თითო ოთხკაციანი ჯგუფიდან სამი წაგებულია. შესაბამისად, თამაშის ბოლოს არის 999 წაგებული. აქედან თამაშების რაოდენობა იქნება 999:3=333.

პასუხის მისაღებად  შეგვიძლია პირდაპირ დავთვალოთ თამაშების რაოდენობა: პირველ ტურში შედგა 250 თამაში (1000:4=250), მეორე ტურში 62 ( 248:4=62;მ მათ დაემატება იღბლიანი ორი მონაწილე, რომელთაც არ მოუწიათ ამ ეტაპზე თამაში და პირდაპირ გადავიდნენ მომდევნო ეტაპზე).

64:4=16

16:4=4

4:4=1

250+62+16+4+1=333

Entry filed under: საშუალო. Tags: .

27. სანთლების ანთება ოთახში 29. რობინსონის ასაკი

4 Comments Add your own

  • 1. nino  |  June 5, 2010 at 4:33 pm

    Chatarda 333 tamashi : ))

    Reply
  • 2. nino  |  June 5, 2010 at 4:33 pm

    Chatarda 333 tamashi

    Reply
  • 3. aliputila  |  June 8, 2010 at 1:50 pm

    otxi da mxolod 4 tamashiiiiiiiiiii : ))

    Reply
  • 4. გიორგი  |  December 28, 2010 at 10:20 am

    sul 333 tamashi

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Trackback this post  |  Subscribe to the comments via RSS Feed


უახლესი თავსატეხები

სტატისტიკა

  • 61,762 ჰიტი

მრიცხველები

სამართავი პანელი


%d bloggers like this: