27. სანთლების ანთება ოთახში

May 23, 2010 at 5:45 pm 4 comments

ამოცანა აღებულია ჟურნალ ჟუნიორის 2009 წლის სექტემბრის ნომრიდან

ოთახში 200 ადამიანის. ხელში ყველას ჩამქრალი სანთელი უჭირავს. ერთ–ერთს აქვს ასანთი, რომლითაც სანთელს ანთებს. შემდეგ ის მიდის სხვასთან და თავისი სანთლიდან აკიდებინებს ცეცხლს. ყველა, ვისაც ანთებული სანთელი აქვს, ეძებს მეორე ადამიანს რომ სანთელი აანთებინოს. ასე გრძელდება მანამ, სანამ ყველა სანთელი არ აინთება.

წარმოიდგინეთ, რომ სანთლის ანთებიდან ზუსტად 30 წამია საჭირო იმ ადამიანის საპოვნელად, რომელსაც ჩამქრალი სანთელი უკავია და მისი სანთლის ასანთებად.

რა დრო დასჭირდება ყველა სანთლის ანთებას დაწყებული იმ წამიდან, როდესაც პირველი სანთელი აინთო?

პასუხი: 30 წამის შემდეგ 2 სანთელი ანთია.

60 წამის შემდეგ – 4.

90 წამის შემდეგ – 8.  ყოველ 30 წამშიანთებული სანთლების რაოდენობა ორმაგდება.

7X30 (ანუ 210) წამის შემდეგ ანთებული იქნება 128 სანთელი.

8X30 (ანუ 240) წამის შემდეგ ანთებული უნდა იყოს 256 სანთელი.

რადგანაც სულ 200 სანთელი გვაქვს, გამოდის რომ ბოლო ეტაპზე ყველა ადამიანი ვერ იპოვის ჩამქრალსანთლიან ადამიანს.

ყველა სანთლის ანთებას სჭირდება 4 წუთი (240 წამი)

Entry filed under: საშუალო. Tags: .

26. კონვერტების შეჭმა 28. თამაშების რაოდენობა შეჯიბრში

4 Comments Add your own

  • 1. eXcess  |  May 30, 2010 at 10:04 am

    4 წუთში ყველას ანთებული ექნება

    Reply
  • 2. ani  |  August 11, 2010 at 8:21 pm

    600 wami?

    Reply
  • 3. gocha  |  October 12, 2010 at 5:29 pm

    5970 წამი

    Reply
  • 4. გიორგი  |  December 28, 2010 at 10:24 am

    240 wami

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Trackback this post  |  Subscribe to the comments via RSS Feed


უახლესი თავსატეხები

სტატისტიკა

  • 61,762 ჰიტი

მრიცხველები

სამართავი პანელი


%d bloggers like this: