18. საჭადრაკო ტურნირი

September 27, 2008 at 6:05 am

უბანში  ბიჭებმა  საჭადრაკო  ტურნირი  გაითამაშეს.  სულ  5  მონაწილე  იყო:  ალექსი,  ბექა,  გიო,  დათო  და  ზაზა.  საბოლოოდ  სატურნირო  ცხრილშიც  სწორედ  ასე  განლაგდნენ,  თანაბარი  ქულები  არავის  ჰქონია,  არც  0  ქულა  ჰქონია  ვინმეს.

თითოეული  მონაწილე  სხვებს  ერთხელ   შეხვდა  (ე.ი.  თითოეულმა  ჯამში  4  პარტია  ითამაშა).  ცნობისთვის:  ჭადრაკშ  მოგებისათვის  1   ქულა  ეწერება  გამარჯვებულს,  ყაიმის  შემთხვევაში  ორივე  0.5–0.5  ქულას  იღებს,  დამარცხებულს  კი   0  ქულა.

ბექამ  ტურნირის  დასრულების  შემდეგ  თქვა:  –  მიუხედავად  მეორე  ადგილისა,  მიხარია,  რომ  მხოლოდ  მე  არ  დავმარცხებულვარ  ტურნირში

ზაზამ  კი  მწუხარება  გამოთქვა  იმის  გამო,  რომ  ვერცერთი  პარტიის  მოგება  ვერ  მოახერხა

ამ  მონაცემების  საფუძველზე  გამოიანგარიშეთ  ყველა  პარტიის  შედეგი  და  მონაწილეთა  მიერ  დაგროვილი  ქულები

პასუხი:  პირველი,  რაც  ამოცანის  ამოხსნისას  უნდა  გავაკეთოთ  არის  იმის  გამოანგარიშება,  თუ  რამდენი  პარტია  ითამაშეს  მოთამაშეებმა  ჯამში,  ჩვენს  შემთხვევაში  ეს  რიცხვია  –  10,  შესაბამისად  ჯამში  10  ქულა  გათამაშდა  და  გადანაწილდა  5  მოთამაშეზე.

ალექსიმ  პირველი  ადგილი  დაიკავა,  თუმცა  ტურნირზე  დაუმარცხებელი  არ  ყოფილ  (მხოლოდ  ბექას  არ  წაუგია  არც  ერთი  პარტია),  შესაბამისად  ალექსის  შეეძლო  დაეგროვებინა  მაქსიმუმ  3  ქულა.

ცნობილია,  რომ  ყველა  მონაწილემ  სხვადასხვა  რაოდენობის  ქულა  დააგროვა.

თუ  ალექსი  პირველ  ადგილზე  გავიდა   2.5  ქულით,  ბექას  2  ქულა  უნდა  აეღო,  გიოს  1.5  და  ა.შ:  2.5  +  2  +  1.5  +  1  +  0.5  =  7.5  (არადა  ქულათა  ჯამი  10  უნდა  გამოვიდეს)

ანუ  ალექსის  3  ქულა  დაუგროვებია:  3 (ალექსი)  + 2.5 (ბექა)  + 2 (გიო) +2.5 (დათო) + 1 (ზაზა) = 10

გავარკვიეთ,  რომ  ალექსიმ  ბექასთან  წააგო,  დანარჩენებს  კი  მოუგო.

ბექამ  ალექსის  მოუგო,  დანარჩენებთან  კი  ყაიმით  დაამთავრა  პარტიები

დათომ  აიღო 1.5  ქულა.  მან  ყაიმით  ითამაშა  ბექასთან,  წააგო  ალექსისთან  და  ერთი  პარტია  მოიგო  (ან  გიოსთან  ან  ზაზასთან), თუმცა ვიცით, რომ გიომ ალექსისთან წააგო, ხოლო ბექასთან წაიმით დაამთავრა.

თუ გიო წააგებდა დათოსთან, მაშნ ის დააგროვებდა 1.5 ქულას ან ნაკლებს,  გამოდის, რომ დათომ ზაზას მოუგო, ხოლო გიოსთან კი წააგო.

გიომ მოუგო დათოს, ყაიმით დაამთავრა პარტიები ბექასთან და ზაზასთან.

ზაზამ კი ბექასთან და გიოსთან დაამთავრა ყაიმით, დანარჩენი მატჩები კი წააგო

Entry filed under: ძნელი. Tags: .

17. სპილენძს მონეტები 19. საშაქრეები და ლამბაქები


უახლესი თავსატეხები

სტატისტიკა

  • 61,762 ჰიტი

მრიცხველები

სამართავი პანელი


%d bloggers like this: