16. ველოსიპედებით სეირნობა

September 22, 2008 at 6:27 pm

სოფელში  მე  და  ჩემს  მეზობელ  ირაკლის  ძალიან  გვიყვარდა  ველოსიპედებით  ტყეში  სეირნობა,  ხანდახან  ერთად  ვსეირნობდით  ტყის  ერთი  ბოლოდან  მეორემდე,  ხანდახან  კი  –  ცალ–ცალკე.

ერთხელ  ველოსიპედით  სეირნობისას  გავიარე  2  კილომეტრი  და  ირაკლის  წავაწყდი,  რომელიც  თავის  გაფუჭებულ  ველოსიპედს  აკეთებდა.  ცოტა  ხანი  ვისაუბრეთ  სხვადასხვა  თემებზე,  შემდეგ  კი  მე  გზა  განვაგრძე  და  როდესაც  ტყის  ბოლოში  გავედი,  ვნახე,  რომ  ტყეში  შემოსვლის  მომენტიდან,  ირაკლისთან  საუბრის  ჩათვლით,  გასული  იყო  24  წუთი.

უკან  ზუსტად  იმავე  გზით  დავბრუინდი  და  ირაკლის  ისევ  2  კილომეტრის  შემდეგ  წავაწყდი,  როდესაც  უკვე  მეორედ  და  ახლა  უკვე  სხვა  ადგილას  გაფუჭებულ  ველოსიპედს  აკეთებდა.  ვკითხე,  ჩვენი  პირველი  შეხვედრის  შემდეგ  სულ  რა  მანძლი  გაიარე–მეთქი  და  მიპასუხი  900  მეტრიო.

გეტყვით,  რომ  მე  მთელი  გზა,  აქეთაც  და  იქითაც,  10  კმ/სთ–ის  სიჩქარით  ვმოძრაობდი.

გამოთვალეთ  რამდენი  ხანი  ვილაპარაკეთ  მე  და  ირაკლიმ  ჩვენი  პირველი  შეხვედრის  დროს

პასუხი:  5.4  წუთი  (ანუ  324  წამი)

Entry filed under: ძნელი. Tags: .

15. ხის მორი 17. სპილენძს მონეტები


უახლესი თავსატეხები

სტატისტიკა

  • 61,762 ჰიტი

მრიცხველები

სამართავი პანელი


%d bloggers like this: