13. ამოცანა მურაბებზე

September 22, 2008 at 6:13 pm

წელს სოფელში ხილის კარგი მოსავალი მოვიდა და ბევრი მურაბა მოვადუღე. სულ 20 ქილა მურაბა გამოვიდა.

ქილები 3 სახის მქონდა:  დიდი, საშუალო და პატარა

ცნობილია, რომ პატარა ქილების ლიტრაჟი იყო 1 ლიტრი  (ანუ  პატარა  ქილები  1–ლიტრიანი  იყო),  ხოლო  დიდი  და  საშუალო  ქილების  ლიტრაჟი  უცნობია.

საბოლოოდ  ეს  20  ქილა  საკუჭნაოში  3  თაროზე  განვალაგე  შემდეგნაირად:

I  –  1  დიდი,  4  საშუალო

II  –  2  დიდი,  6  პატარა

III  –  1  დიდი,  3  საშუალო,  3  პატარა

ცნობილია,  რომ  ყველა  თაროზე  ტოლი  რაოდენობის  მურაბა  იდო.

დააადგინეთ  დიდი  და   საშუალო  ქილების  ლიტრაჟი  და  აგრეთვე  სულ  რამდენი  ლიტრი  მურაბა  მომიდუღებია.

პასუხი: დიდი  ქილების  ლიტრაჟი  იყო  6  ლიტრი,  საშუალოსი  –  3  ლიტრი,  პატარისა  კი  –  1  ლიტრი

ჯამში  მოვადუღე  54  ლიტრი  მურაბა

Entry filed under: საშუალო. Tags: .

12. უდაბნოში დაკარგულები და ვაშლები 14. გამოცანა ორ კუბზე


უახლესი თავსატეხები

სტატისტიკა

  • 61,762 ჰიტი

მრიცხველები

სამართავი პანელი


%d bloggers like this: