12. უდაბნოში დაკარგულები და ვაშლები

July 10, 2008 at 6:52 pm

სამმა  უშიშარმა  თავგადასავლების  მოყვარულმა:  ანიმ,  მაკამ  და  თაკომ  მოაწყვეს  ექსპედიცია,  მაგრამ  სამწუხაროდ  არ  გაუმართლათ  და  შუა  უდაბნოში  ჩარჩნენ.  მათ  ჰქონდათ  მხოლოდ  1  ყუთი  ვაშლი,  მაგრამ  არც  ერთმა  არ  იცოდა  ზუსტად  რამდენი  ცალი  ვაშლი  იყო  ყუთში.

ღამით,  როდესაც  ყველას  ეძინა,  ანიმ  გადაწყვიტა  თავისი  წილი  ვაშლები  დაემალა.  მას  ცხადია  ეკუთვნობა  ვაშლების  1/3  და  შესაბამისად  გადათვალა  ვაშლები,  აიღო  1/3  და დამალა,  შემდეგ  კი  ისევ  დაიძინა.

ცოტა  ხანში  მაკას  გამოეღვიძა  და  მან  უკვე  დარჩენილი  ვაშლების  1/3  შეინახა  თავისთვის

ბოლოს  თაკოს  გამოეღვიძა,  ისარგებლა  იმით,  რომ  ანისა  და  მაკას  ეძინათ  და  დარჩენილი  ვაშლების  1/3  აწაპნა.

დილით  გაიღვიძეს.  არცერთმა  არ  იცოდა  დანარჩენი  ორის  ნამოქმედარის  შესახებ.  დარჩენილი  ვაშლები  გაიყვეს  და  თითოეულს  შეხვდა  16  (დამალული  წილი  არ  ითვლება  ცხადია).

რამდენი  ვაშლი  იყო  თავიდან  კარადაში?

პასუხი:  თავიდან  ყუთში  იყო  162  ვაშლი

162–ის  1/3=54     162–54=108

108–ის  1/3=36     108–36=72

72–ის    1/3=24      72–24=48

48 : 3=16

Entry filed under: საშუალო. Tags: .

11. კონკურსი მურაბების მომზადებაში 13. ამოცანა მურაბებზე


უახლესი თავსატეხები

სტატისტიკა

  • 61,762 ჰიტი

მრიცხველები

სამართავი პანელი


%d bloggers like this: