9. ლოკოკინების რბოლა

July 8, 2008 at 2:51 pm

ოთხმა  მეგობარმა  გიორგიმ,  მარიმ,  დათომ  და  ეკამ  გადაწყვიტეს  თავიანთი  ლოკოკინებით  მოეწყოთ  შეჯიბრება.  ლოკოკინები  დანომრეს  1–დან  4–მდე  და  აგრეთვე  შეუღბეს  ნიჟარები  წითლად,  მწვანედ,  ლურჯად  და  ყვითლად.

მხოლოდ  ერთი  ლოკოკინის  ნომერი  ემთხვეოდა  მის  პოზიციას  (ანუ  რომელზეც  გავიდა  რბოლაში).  გიორგის  ლოკოკინა  არც  ყვითელი  იყო  და  არც  ლურჯი.

ლოკოკინა,  რომელიც  იყო  3  ნომერი,  იყო  წითელი  და  საბოლოოდ  აჯობა  იმ  ლოკოკინას,  რომელიც  გავიდა  მესამე  ადგილზე.

დათოს  ლოკოკინამ  აჯობა  ეკას  ლოკოკინას,  ხოლო  მარის  ლოკოკინამ  აჯობა  1  ნომერ  ლოკოკინას.

აღსანიშნავია,  რომ  მარის  ლოკოკინა  იყო  მწვანედ  შეღებილი  და  საბოლოოდ  ის  მეორეზე  გავიდა,  ხოლო  ლურჯად  შეღებილი  ლოკოკინა  4  ნომერი  იყო.

ეკას  ლოკოკინა  იყო  ნომერი  1.

სცადეთ  გამოიცნოთ  ვის  რომელი  ლოკოკინა  ჰყავდა  და  ლოკოკინის  ფერები,  ნომრები  და  საბოლოოდ  რა  პოზიციაზე  გავიდნენ  რბოლაში.

პასუხი: (გადიდებისთვის დაკლიკეთ სურათზე)

Entry filed under: საშუალო. Tags: .

8. მარწყვები 10. ურთულესი ცხრილი


უახლესი თავსატეხები

სტატისტიკა

  • 61,762 ჰიტი

მრიცხველები

სამართავი პანელი


%d bloggers like this: