5. მარკები

June 30, 2008 at 7:51 am

ერთხელ გიორგი  ფოსტაში  გააგზავნეს  მარკების  საყიდლად.  ფოსტაში  სულ  5  სახის  მარკა  იყიდებოდა:  3 თეთრიანი,  9  თეთრიანი,  11  თეთრიანი,  17  თეთრიანი  და  21  თეთრიანი.

5  სახეობის  მარკიდან  გიორგის  რომელიღაც  3  სახეობის  მარკა  უნდა  ეყიდა  8–8–8  ცალი,  ხოლო  კიდევ  ორი  სახეობისა  კი  9–9 ცალი  (ანუ  ჯამში  42  ცალი).

სამწუხაროდ  გიორგის  დაავიწყდა,  რომელიც  სახეობის  მარკა  რამდენი  ცალი  უნდა  ეყიდა,  სამაგიეროდ  ახსოვდა  რომ  სახლიდან  გაატანეს  5  ლარი  და  ეს  5  ლარი  ზუსტად (!)   უნდა  ყოფნოდა  სასურველი  მაკრების  საყიდლად.

რომელი  სახის  მარკა  რამდენი  უნდა  ეყიდა  გიორგის?

პასუხი: გიორგის  11  თეთრიანი,  17  თეთრიანი  და  21  თეთრიანი  მარკები  8–8–8 ცალი  უნდა  ეყიდა,  ხოლო  3  თეთრიანი  და  9  თეთრიანი  –  9–9  ცალი

ამოხსნის  ყველაზე  მარტივი  წესი:  გიორგის  ყველა  მარკა  მინიმუმ  8  ცალი  უნდა  ეყიდა.  თუ  ყველა  სახის  მარკას  იყიდიდა  8 ცალს,  სულ  დაუჯდებოდა  488  თეთრი.  ხოლო  დარჩენილ  12  თეთრად  კი  ერთი  3–თეთრიანი  და  ერთი   9–თეთრიანი  მარკები  მოუვიდოდა

Entry filed under: ძნელი. Tags: .

4. გოგონები პიკნიკზე 6. ფიგურები – რიცხვები


უახლესი თავსატეხები

სტატისტიკა

  • 61,762 ჰიტი

მრიცხველები

სამართავი პანელი


%d bloggers like this: