2. ამოცანები

June 30, 2008 at 6:58 am

2.1 სამმა  ქათამმა  3  დღეში  3  კვერცხი  დადო,  რამდენ  კვერცს  დადებს  12  ქათამი  12  დღეში?

2.2 ოთახში  იყო  ტაბურეტები  და  სკამები.  ყოველ  ტაბურეტს  ჰქონდა  3  ფეხი,  ყოველ  სკამს  კი  –  4.  ოთახში  შემოვიდნენ  ადამიანები  და  ყველა  ტაბურეტსა  და  ყველა  სკამზე  დასხდნენ  (ყველა  ადამიანი  ორფეხა  იყო)  და  ოთახში  ჯამში  39  ფეხბი  მოგროვდა.  რამდენი  ტაბურეტი და რამდენი სკამი იყო ოთახში?

2.3 რა რიცხვი უნდა დავწეროთ  X–ის  ნაცვლად  მოცემულ  მიმდევრობაში?

7   –    17    –   37    –   77   –    X   –   317

2.4 წიგნიდან  გადმვოარდა  მისი  რაღაც  ნაწილი,  რომელიც  იწყებოდა  387  გვერდიდან  და  მთავრდებოდა  იმავე  ციფრებით  შედგენილ  სხვა  რიცხვზე.  მაქსიმუმ  რამდენი  ფურცელი  შეიძლებოდა  გადმოვარდნილიყო  წიგნიდან?

2.5 YY :  Y   =  Y  –  Y  =  Y + Y  =  Y · Y

Y-ების  მაგივრად  ისე  ჩასვით  რიცხვები  1–დან  9–მდე,  რომ  ტოლობა  მართებული  გამოვიდეს.  რიცხვების  გამეორება  არ  შეიძლება

პასუხები: 

2.1 როგორც  მიხვდით  1  ქათამი  3  დღეში  1  კვერცხს დებს,  შესაბამისად  1  ქათამი  12  დღეში  დადებს  4  კევრცხს.  გამოდის  რომ  12  ქათამი  12  დღეში  48  კვერცხს  დადებს

2.2 3  ტაბურეტი  და  4  სკამი

2.3 X-ის  მაგივრად  უნდა  ჩავწეროთ  157.  დააკვირდით,  რომ  თავიდან  დაემატა  10,  მერე  20,  მერე  40,  მერე  80  და  ბოლოს  160

2.4 წიგნიდან  შეიძლებოდა  გადმოვარდნილიყო  მაქსიმუმ  171  ფურცელი.  ამოვარდნილი  ნაწილის  ბოლო  გვერდი  იქნებოდა  აუცილებლად  უნდა  იყოს  ლუწი,  შესაბამისად  ჩვენს  შემთხვევაში  8–ზე  უნდა  დამთავრდეს,  გადაშალეთ  ნებისმიერი  წიგნი, დააკვირდით  რომ  მარცხნივ  გვერდების  აღმნიშვნელი  ყოველთვის  კენტი  რიცხვებია,  მარცხნივ  კი  ყოველთვის  ლუწები.  შესაბამისად  წიგნის  ამოვარდნილი  ნაწილი  ყოველთვის  კენტზე  უნდა  დაიწყოს  და  ლუწზე  დამთავრდეს, ცხადია  რომ  წიგნი  ამოვარდნილი  ნაწილი  უნდა  ბოლოვდებოდეს  738  გვერდით

2.5 ტოლობა  უნდა  იყოს  შემდეგი  სახის:  56 : 8 = 9 – 2 = 4 + 3 = 1 · 7

Entry filed under: საშუალო. Tags: .

1. აინშტაინის ამოცანა 3. გსურთ შეამოწმოთ საკუთარი აზროვნების სისწრაფე და უნარი?


უახლესი თავსატეხები

სტატისტიკა

  • 61,762 ჰიტი

მრიცხველები

სამართავი პანელი


%d bloggers like this: